კახა კალაძე - ეს პოლიტიკა, რომელიც გარედან თავსმოხვეულია, გაჯერებულია ორმაგი სტანდარტებით და ფარისევლობით - რატომაა ამდენი გაღიზიანებული მოქალაქე დასავლეთის ან ამერიკის მიმართ იმიტომ, რომ ხედავს ორმაგ სტანდარტს, სიბინძურეს

რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკა, რომელიც გარედან თავსმოხვეულია, ყოველ შემთხვევაში, რის მცდელობაც არის, გაჯერებულია ორმაგი სტანდარტებით, ფარისევლობით. წარმოუდგენელი რამეები ხდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას გერმანიაში პოლიტიკური პარტიის აკრძალვის ფაქტის შეფასება სთხოვეს.

„ახლა გერმანიის მაგალითი მოიყვანეთ, რამდენიმე დღის წინ მოლდოვაში საერთოდ გააუქმეს პარტია, დაიჭირეს ვიღაცები, წარმოუდგენელი რამეები ხდება და ეს შეფასდა დემოკრატიად. როდესაც შენ საუბრობ იმაზე, რომ ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულის გამო, იმ მოღალატეობრივი ქმედებების გამო დაკარგე ტერიტორიები, დაგეღუპა გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, მიიღე უამრავი ლტოლვილი ოჯახი და ამაზე უნდა აგებინო პასუხი დამნაშავეებს, რომლებმაც გარედან დავალებით შეასრულეს ეს ბოროტება, ამაზე ამბობენ - როგორ შეიძლება ეს გააკეთოთ, ეს არ არის დემოკრატია. ხალხი ხედავს ამ ყველაფერს. რატომაა ამდენი უკმაყოფილო გაღიზიანებული მოქალაქე დასავლეთის მიმართ, თუნდაც ამერიკის მიმართ, იმიტომ რომ ხედავს ორმაგ სტანდარტს, ხედავს იმ სიბინძურეს, რაც წარმოუდგენელია, ეს არის რეალობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს