„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ

ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდისი“, „დანკინი“ და „საბვეი“ 1200 ლარის ოდენობის სტუდენტურ გრანტს გასცემს.

გრანტით სარგებლობა შეეძლებათ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს ან აბიტურიენტებს, რომლებიც დასაქმდებიან 1 ოქტომბრიდან 30 ნოემბერის ჩათვლით, ან უკვე მუშაობენ „ვენდისის“, „საბვების“ და „დანკინის“ რესტორნების ქსელში.

„სტუდენტური გრანტი გვაძლევს საშუალებას კიდევ უფრო მეტად მხარი დავუჭიროთ ჩვენს ჯგუფში დასაქმებულ სტუდენტებს, სადაც მათ, სწავლის პარალელურად მუშაობისთვის, ყველა საჭირო პირობა აქვთ: ხელსაყრელი ლოკაცია, მოქნილი სამუშაო გრაფიკი, კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა და სხვა მრავალი ბენეფიტი. სტუდენტები, რომლებიც ჩვენი კომპანიის ერთ-ერთ მნივნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, მყარ საფუძველს ქმნიან არა მხოლოდ კომპანიის, არამედ მთლიანად ქვეყნის მომავალისთვის, შესაბამისად მათი მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია“- აცხადებს გივი გვეტაძე, „ვენდისი“, „დანკინი“ და „საბვეი“- ის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში.

„ვისოლ ჯგუფი“ დღეს „საბვეის“, „ვენდისის“ და „დანკინის“ ლეგენდარული ბრენდების ქვეშ გაერთიანებული 121 რესტორნით, ქვეყნის სარესტორნო ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი მოთამაშეა. წლის ბოლომდე ამერიკული რესტორნების რაოდენობა 130-მდე გაიზრდება. მხოლოდ სარესტორნო მიმართულებით „ვისოლ ჯგუფმა“ 2200-ზე მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა შექმნა.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია