„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ჩიქოვანის ქუჩა N16-20-ის მაცხოვრებლებს შეხვდა.

პარტიის ინფორმაციითმ შეხვედრაზე ისაუბრეს „ქართული ოცნების" მიერ გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე. ასევე, განიხილეს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარება, რომელსაც განვითარების საკმაოდ მაღალი ტემპი აქვს.

დელეგატის თქმით, ეკონომიკის საშუალო ზრდა 2021 წლიდან 9,7%-ია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპასა და რეგიონში.

„დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ერთად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

მოქალაქეებთან შეხვედრას, საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი - ავთანდილ ცინცაძე და საბურთალოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი - გიზო ვასაძე ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია