„ჯორჯიან მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხანა წარმოებას 60%-ით ამცირებს

ჯორჯიან მანგანეზის“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა სილიკო მანგანუმის წარმოებას 60%-ით ამცირებს, მიზეზი კვლავ, მსოფლიო ბაზარზე სილიკომანგანუმზე ფასის ვარდნა და მოთხოვნის შემცირებაა. ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, რომელიც ქვეყნის უმსხვილესი საექსპორტო საქონლის, ფეროშენადნობების ყველაზე დიდი მწარმოებელია, აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან 11 მოქმედი ღუმელიდან 6 გააჩერებს, რაც ყოველთვიურად საწარმოო პროდუქციის 20 ათასი ტონიდან 8 ათას ტონამდე შემცირებას გულისხმობს.

„ფეროშენადნობების ბაზარზე არსებული კრიზისი გამოწვეულია ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარზე არსებული პროცესებითა და უკრაინაში მიმდინარე ომით. სილიკომანგანუმზე ფასებმა 2024 წლის ზაფხულის შუა პერიოდში სასიკეთო ნიშნულს მიაღწია და ეს მხოლოდ დროებითი ფაქტორი აღმოჩნდა,“ - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა.

გიორგი ტატიშვილის განმარტებით, დღეისათვის მოთხოვნა ფეროშენადნობებზე ისევ და ისევ მინიმალურ ნიშნულზეა, შესაბამისად, აღნიშნულ ბაზარზე კრიზისი მიუხედავად ამ ორწლიანი პერიოდის გასვლისა და ჩვენი პოზიტიური მოლოდინებისა კვლავ გრძელდება.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი გოჩა ქურდაძე აცხადებს, რომ წარმოების შემცირება არ მომხდარა დასაქმებულთა შემცირების ხარჯზე.

„ვცდილობთ, შევინარჩუნოთ თანამშრომლების სრული შტატი, იმ იმედით, რომ შემდგომში გვექნება შესაძლებლობა ქარხანა დაუბრუნდეს წარმოების იმ ნიშნულს, რასაც საშუალოდ ყოველთვიურად აწარმოებდა,“ - განაცხადა გოჩა ქურდაძემ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხანამ ამავე მიზეზით, წარმოება გასული წლის სექტემბერშიც 75%-ით შეამცირა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია