„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, ახალგაზრდებთან ერთად, გლდანის რაიონის ქუჩებში მოსახლეობას გაესაუბრა და მათ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო საინფორმაციო სახის ბროშურები გადასცეს.

„ქართული ოცნების" ინფორმაციით, დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე მოისმინა მათი პრობლემები და საჭიროებები.

ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, მოსახლეობა კეთილგანწყობილია ,,ქართული ოცნების" გაწეული სამუშაოსა და სამომავლო გეგმების მიმართ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება