კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ნარკოპოლიტიკაზე ექსპერტებთან შეხვედრა გამართა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ნარკოპოლიტიკაზე დარგის ექსპერტებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დისკუსია საათზე მეტხანს გაგრძელდა, სადაც მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

„დღეს შევიკრიბეთ ძალიან მნიშვნელოვანი და, შეიძლება ითქვას, მძიმე პრობლემის და საკითხის განსახილველად - ეს არის ნარკოპანდემია ქვეყანაში, რაც მოგეხსენებათ ძალიან მძიმე და მტკივნეული საკითხია ქვეყნისთვის. ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით გვიწევს გადაადგილება და სამწუხაროდ, არ დარჩენილა ადგილი, იქნება ეს სოფელი, კორპუსი თუ რომელიმე მუნიციპალიტეტის ცენტრი, სადაც არ გვხვდება გორებად შპრიცები და სხვადასხვა ფაქტი, რომლებიც პირდაპირ მეტყველებს, რომ ქვეყანა ძალიან მძიმედ არის ჩაძირული ამ პრობლემაში. ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან ნათელი მომავალი, სულ ამას ვამბობთ, მაგრამ საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან მძიმე დაღს ადებს თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამაშია ჩართული და მე ვიტყვი, რომ ეს არის ადამიანის მენტალური ფიზიკური პრობლემა, რომელიც შემდგომ გადადის ოჯახზე, ოჯახის, საზოგადოების პრობლემაზე და საბოლოო ჯამში ვიღებთ ძალიან მძიმე შედეგს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კოალიციის ლიდერმა სფეროს ექსპერტებს ცხრაპუნქტიანი გეგმა გააცნო, რომელიც პრობლემის მოგვარებისთვის ესახება.

ექსპერტების განცხადებით, ისინი მიესალმებიან კოალიციის მხრიდან ამ თემის მიმართ გამოჩენილ ინტერესს და მზადყოფნას გამოთქვამენ შემდგომი თანამშრომლობისთვის. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ზურა სიხარულიძე, გურო იმნაძე, დათო ოთიაშვილი, თემო რეხვიაშვილი, გიორგი ფოცხვერაშვილი და სალომე ჯერენაშვილი.

"ძლიერი საქართველოს" 9 - პუნქტიანი გეგმა ასეთია:

ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია.

ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზაციის საკითხის განხილვა.

დასჯიდან მზრუნველობა-პრევენციაზე გადასვლა.

ნარკოდამოკიდებულებისთვის სამკურნალო და სარეაბილიტაციო რეგიონული ცენტრების შექმნა.

პირველადი პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვა.

ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორებთან უკომპრომისო ბრძოლა.

სააფთიაქო ნარკომანიის აღმოფხვრა.

სკოლის გარემოში ახალგაზრდების ნივთიერების მოხმარებისგან დამცავ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების დანერგვა, მაგალითად ევროპული პრევენციული პროგრამა.

ნარკოლოგიის პროფესიანალური ასოციაციების და ექსპერტების ყველა შესაბამის რეგულაციების შემუშავებაში ჩართვა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია