Hotels and Resorts Investment Maldives-ს ჯგუფის თავმჯდომარე - საქართველოს შეუძლია იყოს ძალიან დიდი ტურისტული დანიშნულების ადგილი მომავალში

მსოფლიო ტურიზმის დღის თბილისში ჩატარებას Hotels and Resorts Investment Maldives-ს ჯგუფის თავმჯდომარე მუჰამედ ალი ჯანა საქართველოსთვის წარმატებულ ღონისძიებად აფასებს.

მუჰამედ ალი ჯანას განცხადებით, საქართველოს შეუძლია იყოს ძალიან დიდი ტურისტული დანიშნულების ადგილი მომავალში.

„ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ტურიზმის ინდუსტრიაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. ის, რომ წელს თბილისმა უმასპინძლა ძალიან პოზიტიური მოვლენაა. ვამაყობ, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოდანაა, რაც ამ ღონისძიებას უფრო მნიშვნელოვანს და განსაკუთრებულს ხდის. საქართველოში ხალხი ძალიან მეგობრულია. თქვენს ქვეყანაში ინვესტირება დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა. ახლა ვხედავ, თუ როგორ ჩამოდის აქ უამრავი ადამიანი შუა აღმოსავლეთიდან და მსოფლიოს სხვა წერტილებიდან. საქართველოს შეუძლია იყოს ძალიან დიდი ტურისტული დანიშნულების ადგილი მომავალში“, - განაცხადა მუჰამედ ალი ჯანმა.

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღეს პირველად უმასპინძლა.

მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია