ბენიამინ ნეთანიაჰუ  - ეს არის ომი ჩვენი არსებობისთვის, „ომი აღორძინებისთვის“ , ჩვენ რეგიონში უსაფრთხოების რეალობას ვცვლით - ომს დავასრულებთ, როდესაც ყველა მიზანს მივაღწევთ

რეგიონში უსაფრთხოების რეალობას ვცვლით, რათა ის, რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აღარ განმეორდეს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ეს არის ომი ჩვენი არსებობისთვის, „ომი აღორძინებისთვის“.

„სწორედ ასე მინდა ოფიციალურად ამ ომს ვუწოდო. ჩვენ რეგიონში უსაფრთხოების რეალობას ვცვლით, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის, რათა ის, რაც შვიდ ოქტომბერს მოხდა, აღარ განმეორდეს. აღარასოდეს განმეორდეს“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

შეხვედრაზე ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერთი წლის წინ, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„ირანის ბოროტების ღერძის შემადგენლობაში მყოფი ჩვენი მტრების წინააღმდეგ კონტრშეტევა ჩვენი მომავლისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ომს დავასრულებთ, როდესაც ყველა დასახულ მიზანს მივაღწევთ“, - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს