პრემიერი - პრინციპული და საკვანძო მნიშვნელობისაა, მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებას და კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას

ჩვენ გვაქვს ორი ეროვნული ამოცანა, ესაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში, მთელი ჩვენი პროგრამა არის მიმართული იმისკენ, რომ ეს ორი ეროვნული ამოცანა შესრულდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ამოცანების შესრულებისთვის სამთავრობო გუნდი ყველაფერს გააკეთებს.

„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სხვადასხვა გარემოებასა და სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილნი, რომ რეგიონული პოლიტიკური ვითარების ცვლილების კვალდაკვალ ეს ამოცანაც შესრულდება.

რაც შეეხება სიღარიბის აღმოფხვრას, აქ უფრო მეტად ვართ დამოკიდებულნი საკუთარ ძალისხმევაზე, როგორც ვთქვით, 2028 წლისთვის მაქსიმუმ 4% იქნება სიღარიბე ქვეყანაში, რაც ნიშნავს იმას, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში სიღარიბე საბოლოოდ აღმოიფხვრება.

საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ეროვნული ამოცანების შესრულება, ამისთვის ჩვენი სამთავრობო გუნდი ყველაფერს გააკეთებს. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ - ეს არის ჩვენი სლოგანი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობდით, არ იქნება მშვიდობის გარეშე. აქედან გამომდინარე, ჩვენი უმთავრესი მოკლევადიანი ამოცანაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა. ამისთვის პრინციპული და საკვანძო მნიშვნელობისაა, ყველა ერთად მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებას ჩვენს ქვეყანაში და კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას. ეს პროგრამა ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ და დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად ვიმუშავებთ ამ პროგრამის განხორციელებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია