კონსერვატორიის სტუდენტის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა

კონსერვატორიის სტუდენტის, 23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მირიან თოხაძეს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა.

ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით სასამართლოს შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა.

მოსამართლის განჩინებით, მირიან თოხაძეს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება. ის სამედიცინო დაწესებულებაში მაქსიმუმ, 20 დღით მოთავსდება. აღნიშნულმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ხომ არ იყო თოხაძე დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი ან ხომ არ იმყოფებოდა ის ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.

ცნობისთვის, კონსერვატორიის სტუდენტი, 23 წლის გიორგი საყურაშვილი მიმდინარე წლის 27 სექტემბერს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე მირიან თოხაძე დააკავეს, ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოიღეს.

როგორც ირკვევა, დაკავებულმა სავარაუდო დანაშაული ალკოჰოლური თრობის ქვეშ ჩაიდინა. ის წარსულში, საკუთარი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვისაა მსჯავრდებული.

ბრალდებული მირიან თოხაძე ამ ეტაპისთვის დუმილის უფლებით სარგებლობს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 10-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს