საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია იმყოფება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები, პროფესორი თამარ ლომინაძე და პროფესორი თამარ წერეთელი ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (Northwestern Polytechnical University) დელეგაციას შეხვდნენ.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ: სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ბოსტანაშვილი და დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანის მოადგილე, პროფესორი გოჩა მიქიაშვილი. ასევე, ჩრდილო-დასავლეთის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები: ჯიე კონგი, ქინგჯიანგ ჟენგი, ჟაოვენ ლიუ.

ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ განაცხადა, ჩრდილო-დასავლეთის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა ორიენტირებულია ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე.

“ჩრდილო-დასავლეთის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი არის მრავალდარგობრივი და კვლევისკენ ორიენტირებული უნივერსიტეტი, რომელიც თანაბრად ავითარებს განათლებისა და კვლევის პროგრამებს აერონავტიკის, ასტრონავტიკისა და საზღვაო ტექნოლოგიური ინჟინერიის სფეროებში. თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი წარმატებული საინჟინრო და ასევე, ჰუმანიტარული მიმართულებების უმაღლესი სკოლა, სადაც სწავლება-სწავლის და კვლევების პროცესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. ჩინელ კოლეგებთან ერთად მიმოვიხილეთ ორ უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. დარწმუნებული ვარ, ჩვენსა და ჩინელ კოლეგებს შორის არსებული სამეცნიერო კავშირები და ის მეგობრობა, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩინეთის არაერთ უნივერსიტეტს აკავშირებს, ახალ საფეხურზე გადავა, რაც ახალ გეგმებს, ახალი სამეცნიერო მიღწევებს, ახალი კონტაქტებს, სტუდენტებისა თუ აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს გულისხმობს”, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის თამარ წერეთლის თქმით, ახლო მომავალში იგეგმება ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეცნიერებმა და მკვლევრებმა, ჩინელ კოლეგებთან ერთად, ინოვაციების ერთობლივად დანერგვის მიმართულებით იმუშაონ. დარწმუნებული ვართ, განათლებისა და მეცნიერების დარგში კოლაბორაცია დადებით შედეგს მოუტანს როგორც ტექნიკურ უნივერსიტეტს, ასევე, ჩრდილო-დასავლეთის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს და საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობებს გაცილებით მრავალმხრივს გახდის”, - განაცხადა თამარ წერეთელმა.

სტუ-ის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ჩრდილო-დასავლეთ პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიები დაათვალიერეს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო