„ალდაგისა“ და „ბენე კომფორტის“ პარტნიორობის ფარგლებში მომხმარებლები სპეციალური პირობებით ისარგებლებენ

„ალდაგისა“ და „ბენე კომფორტის“ პარტნიორობის ფარგლებში მომხმარებლები სპეციალური პირობებით ისარგებლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სადაზღვევო კომპანია ალდაგი და საცხოვრებელი კომპლექსების მოვლისა და მენეჯმენტის წამყვანი პროვაიდერი კომპანია „ბენე კომფორტი“ პარტნიორობას იწყებენ, რომლის მიზანი მომხმარებლისთვის განსაკუთრებული პირობებისა და კომფორტული სერვისების შეთავაზების უზრუნველყოფაა. ამასთან, განმარტავენ, რომ პარტნიორობის ფარგლებში, „ბენე კომფორტის“ მომხმარებლები, „ალდაგის“ ქონების სრული დაზღვევის პროდუქტზე ექსკლუზიური პირობებით ისარგებლებენ.

„ალდაგის“ საცალო გაყიდვების დირექტორი, ნინო წეროძე განმარტავს, რომ „ბენე კომფორტთან“ თანამშრომლობა გრძელდება.

„მოხარული ვართ, რომ საცხოვრებელი კომპლექსების მოვლისა და მენეჯმენტის წამყვან პროვაიდერ კომპანია „ბენე კომფორტთან“ ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. „ბენესთან“ ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს. „ალდაგი“ კომპანიებსა და ინდივიდებს სახლის საუკეთესო დაზღვევას სთავაზობს და აღნიშნული თანამშრომლობა „ბენე კომფორტის“ მომხმარებლებისთვის სანდო და კომფორტული სერვისების შექმნას, სპეციალურად მათზე მორგებული პირობებით, უზრუნველყოფს,“ - აღნიშნავს ნინო წეროძე.

როგორც „ბენე კომფორტის“ მმართველი პარტნიორი, ბექა არაბული განმარტავს, აქტიურად მუშაობენ დამატებითი კომფორტის შექმნაზე.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი მომხმარებლებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნაზე და ამ მიზნის მიღწევაში „ალდაგთან“ პარტნიორობა გვეხმარება. გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენს მომხმარებლებს დაზღვევის სახით დამატებითი მომსახურება და მეგობრული ფასი შევთავაზოთ,“ - აღნიშნავს ბექა არაბული.

„ალდაგის“ ცნობთ, „ბენე კომფორტი“ საცხოვრებელი კომპლექსების მოვლისა და მენეჯმენტის წამყვანი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე.

„ამ დროისთვის, „ბენე კომფორტი“ 35-ზე მეტი საცხოვრებელი კომპლექსისა და 16 000-მდე მობინადრის ყოველდღიურ კომფორტსა და კეთილდღეობაზე ზრუნავს.

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“, კი, დაზღვევის ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიაა, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM best bb+ და წარმოდგენილია როგორც საქართველოში უმსხვილესი სადაზღვევო პორტფელით, ისე რეგიონში გადაზღვევის მიმართულებით. „ალდაგი“ მომხმარებლებს ქონების დაზღვევას საუკეთესო პირობებს სთავაზობს, რომელიც მოიცავს მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას და საიჯარო შემოსავლის დაზღვევას. გარდა ამისა, ის ფარავს სახლის არა მხოლოდ რემონტის, არამედ კარკასისა და შიგთავსის დაზიანების ხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება მოულოდნელი ფინანსური რისკებისგან თავი სრულად დაიცვას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია