გია ვოლსკი ევროკავშირის ოფისის განცხადებაზე - ეს რაღაც უსამართლობაა! - რა გავაკეთეთ, სად გადავდგით ნაბიჯი უკან? რისი გულისთვის? - იმის გამო, რომ მოვიკითხეთ, სად იხარჯება ეს ფული?

რატომ? რა გავაკეთეთ, სად გადავდგით ნაბიჯი უკან?! რისი გულისთვის? - იმის გამო, რომ მოვიკითხეთ, თუ სად იხარჯება ეს ფული? - ეს რაღაც უსამართლობაა! - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას, რომლის ინფორმაციით, საქართველო დემოკრატიის უკუსვლის შედეგად 121 მილიონი ევროს ოდენობით ევროკავშირის დახმარებას დაკარგავს.

ვოლსკი ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას “პოლიტიკურად ანგაჟირებულს“ უწოდებს.

„ეს რაღაც უსამართლობაა! ჯერ ერთი, რატომ არის დემოკრატიის უკუსვლა?! - იმიტომ, რომ დესპოტ სააკაშვილს არ ვათავისუფლებთ თუ იმიტომ, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს ვიღებთ?

რა გავაკეთეთ, სად გადავდგით ნაბიჯი უკან?! რისი გულისთვის? - იმის გამო, რომ მოვიკითხეთ, თუ სად იხარჯება ეს ფული? - რა უბედურებაა, საიდან მოიტანეს! ასეთი დამოკიდებულება ქვეყნისა და ხალხის მიმართ უსამართლოა და ვერ გავითვალისწინებთ განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა რეიტინგი საქართველოს წინ აყენებს როგორც დემოკრატიის, ასევე ნებისმიერი სხვა მიმართულებით.

ყველა ადამიანს, ვინც ასეთ განცხადებებს აქვეყნებს, ვურჩევ, ევროსაბჭოს ბოლო კვლევა წაიკითხოს, თუ სად არის საქართველო თავისი დემოკრატიით, ეკონომიკით, ღიაობით და გამჭვირვალობით. როდესაც ასეთ განცხადებას ვკითხულობთ, დამატებით უნდა ვიკითხოთ, რატომ, რა არის ამის მიზეზი? სად გადავდგით უკან ნაბიჯი?!

რაც შეეხება იმ პროექტს, რომელიც ამ თანხებით უნდა განხორციელებულიყო და უკავშირდება არა კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, არამედ სოფლის მეურნეობას, განათლებას ან სხვა მნიშვნელოვან სფეროებს, რა საკვირველია, აქ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე სახელმწიფომ უნდა აიღოს და რესურსების მობილიზაცია გააკეთოს, რათა დარგში ჩამორჩენა არ იყოს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორატზე (DG NEAR) დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო დაკარგავს ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად. ამავე ცნობებით, 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია