სვენ მიქსერი - ველოდებით, რომ საქართველო შეასრულებს თავის ვალდებულებებს, რასაც ის დღემდე სიტყვებით, მაგრამ არა საქმით გამოხატავს - სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ევროპული მისწრაფებების საწინააღმდეგოდ მუშაობს

არჩევნების კარგად ჩატარება აუცილებელია ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირისკენ ისწრაფვის, მაგრამ პლურალიზმი და დემოკრატია ამაზე შორს მიდის - ნამდვილად ველოდებით, რომ საქართველო შეასრულებს თავის ვალდებულებებს, რასაც ის დღემდე სიტყვებით, მაგრამ არა საქმით გამოხატავს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

მისი თქმით, მასზე ყოველთვის შთაბეჭდილებას ახდენდა ხალხის ერთგულება ევროატლანტიკური და ევროპული მისწრაფებების მიმართ, თუმცა საქართველოს მთავრობის მოქმედება ამ მისწრაფებებთან წინააღმდეგობაშია.

„საქართველოსთან ერთად მრავალი წელია ვმუშაობ და მჯერა, რომ შემიძლია ჩემს თავს საქართველოს მეგობარი ვუწოდო. ერთი რამ, რაც ჩემზე ყოველთვის შთაბეჭდილებას ახდენს მთელი ამ წლების განმავლობაში, არის ქართველი ხალხის ერთგულება ევროატლანტიკური და ევროპული მისწრაფებების მიმართ. სამწუხაროდ, ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობისა და სამთავრობო პარტიის ქცევა ძალიან ძლიერ კონტრასტშია ამ იდეებისა და მისწრაფებებისადმი ხალხის ერთგულებასთან“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ამ კონტექსტში მან საქართველოში ბოლო დროს მიღებულ კანონებზე ისაუბრა.

„კანონების მიღება, რომელიც ძლიერ აფერხებს ან ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას, რომლებიც ავიწროებენ უმცირესობებს, მათ შორის ლგბტიქ თემს, ეს არის ნაბიჯები, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ ევროპულ მისწრაფებას. ევროპული ინსტიტუტები, ევროკავშირის წევრები საქართველოს ძლიერი მხარდამჭერები არიან, მიანიჭეს რა მას კანდიდატის სტატუსი გარკვეული პირობებით, მაგრამ ეს არ არის შეუქცევადი გზა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ამ მისწრაფებების საწინააღმდეგოდ მუშაობს”, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია