საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაში წელსაც ჩაერთო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, საჯარო ლექცია - “კიბერჰიგიენა”, გაიმართა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა, საჯარო ლექციაზე ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებს კიბერუსაფრთხოებისა და კიბერჰიგიენის პრაქტიკის, ჩვევებისა და ზომების ერთობლიობაზე, რომელიც გამოიყენება ცალკეული ინდივიდებისა და ორგანიზაციების მიერ კომპიუტერული სისტემების, მოწყობილობების, ქსელებისა და ონლაინ აქტივობების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და

კიბერრისკების მინიმუმამდე შესამცირებლად, მიაწოდეს ინფორმაცია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, თანამედროვე სამყაროში ციფრული ინოვაციების მუდმივად განვითარების პირობებში პირადი თუ საქმიანი ინფორმაციის დაცვის საჭიროება სულ უფრო იზრდება. მსოფლიო შეთანხმდა, რომ ოქტომბერში კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანია ჩატარდეს, რაც, თავისთავად შეამცირებს რისკებს.

„მსოფლიო მასშტაბით, კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობის, მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისთვის კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გაზიარების და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის პოპულარიზაციას ეძღვნება. ყველა პროფესია მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს, 21- ე საუკუნეში, ყველა სეგმენტში წამყვანი დარგი ინფორმატიკა და მართვის სისტემებია. ციფრული ტექნიკა ჩვენი ყოველდღიურობის უცვლელი ნაწილია და საზოგადოება ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად ხდება მასზე დამოკიდებული, ამდენად, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავი და ბუნებრივია, ეს პროცესი მხოლოდ ოქტომბერთან არ ასოცირდება”, - განაცხადა თალიკო ჟვანიამ.

სტუ-ის ცნობით, საჯარო ლექციის დასასრულს, ციფრული მმართველობის სააგენტომ სტუდენტებისათვის სახალისო და შემეცნებითი კონკურსები მოაწყო. გამარჯვებულ პირებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, სადაც ასევე ასახულია კიბერუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო რეკომენდაციები.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს