ჯაბა სამუშიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ჯაბა სამუშიამ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კონსულთან ლი ჭაოსთან, სუჯოუს კვლევითი ცენტრის (შიან ჯაოტონგის უნივერსიტეტი) დირექტორთან ლეი ლისთან და საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სამეცნიერო თანამშრომლობისა და აკადემიური პერსონალის მობილობის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის რესპუბლიკასთან და მის კვლევით ინსტიტუტებთან, უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობა. მოხარული ვიქნები, თუ ჩვენი შეხვედრა ამ თანამშრომლობის საფუძველი გახდება ჩვენს უნივერსიტეტებს შორის. თსუ-ში ელექტრონული ინჟინერიის მიმართულება განსაკუთრებით არის განვითარებული. ამ პროგრამას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს და ვფიქრობ, იმ დიდი გამოცდილების გაზიარება, რაც ამ მიმართულებით თქვენს უნივერსიტეტის აქვს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

სუჯოუს კვლევითი ცენტრის დირექტორის ლეი ლის თქმით, შიან ჯაოტონგის უნივერსიტეტი მსოფლიოს ბევრ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს საინჟინრო მეცნიერებების მიმართულებით.

„საწყის ეტაპზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთანაც ვითანამშრომლოთ და განვახორციელოთ ერთობლივი პროექტები საინჟინრო მეცნიერებების მიმართულებით. Xi'an Jiaotong University-ში კვლევები მიმდინარეობს ასევე ჰუმანიტარული, სოციალური, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით და მომავალში შეგვიძლია ამ მიმართულებითაც ვითანამშრომლოთ“, - აღნიშნა პროფესორმა ლეი ლიმ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა რექტორთან შეხვედრაზე ქართველი სტუდენტებისთვის ჩინეთის მთავრობის მიერ გამოყოფილ დაფინანსებაზე და ჩინეთში სწავლის შესაძლებლობაზეც ისაუბრეს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს