კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი

კოლიერსის გუნდმა „ლოპოტა სპა რეზორტის“ შეფასება გააკეთა, რომლის საფუძველზეც სასტუმრომ დაფინანსება მიიღო.

კახეთის მთებში მოქცეული “ლოპოტა სპა რეზორტის” უწყვეტი განვითარების ისტორია 2008 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამჯერად, სასტუმროს განვითარებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესში უძრავი ქონების ბაზარზე წამყვანი საერთაშორისო კომპანია - კოლიერსი იყო ჩართული.

დღევანდელ ბიზნეს გარემოში, ქონების შეფასებას მნიშვნელოვანი და ბევრ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი ენიჭება. ქონების კვალიფიციური და მიუკერძოებელი შეფასება წარმოადგენს სწორი და ეფექტური გადაწყვეტილებების საფუძველს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასტუმრო კომპლექსის მრავალშრიან შეფასებაზე კოლიერსის გამოცდილმა გუნდმა იმუშავა.

შეფასების პროცესი

ლოპოტა შეფასდა შემოსავლების მიდგომით, კერძოდ DCF მეთოდით, სადაც გათვალისწინებული იქნა, როგორც არსებული, ასევე ახალი აქტივებიდან მიღებული შემოსავალი. გაანალიზდა სასტუმრო ლოპოტას ფინანსური უწყისები და ბიუჯეტი, რის საფუძველზეც მომავალი შემოსავლების პროგნოზი მომზადდა.

გუნდმა დეტალურად დაათვალიერა სასტუმრო კომპლექსი და მოახდინა თითოეული შემოსავლის მომტანი აქტივის იდენტიფიცირება. აღსანიშნავია, რომ პროექტში შეფასების გუნდთან ერთად კვლევის გუნდიც იყო ჩართული. კვლევის გუნდმა ქვეყნის ეკონომიკის, მასში ტურიზმის წილის, კონკრეტულად კახეთის რეგიონისა და მისი სასტუმროების ანალიზი წარმოადგინა. მსგავსი კომპლექსური მიდგომით კოლიერსმა დეტალური და ვრცელი რეპორტები წარადგინა. მოცულობითი საკვლევი არეალის და ქონების მასშტაბურობის მიუხედავად, ლოპოტას შეფასება რეკორდულად მჭიდრო ვადაში, 12 დღეში დასრულდა.

სასტუმრო კომპლექსმა ძლიერი ფინანსური ინსტიტუტების - თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) 9,4 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო. აღნიშნულ გარიგებაში კოლიერსის შეფასებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ამ გარიგების მეშვეობით, უნიკალური კომპლექსი დღეს თავის სტუმრებს ბევრ სიახლეს ახვედრებს - აკვა პარკს, ჯაზ-კლუბს, ახალ აუზს, პრემიუმ კლასის ნომრებსა და ახალ საკონფერენციო სივრცეებს.

კოლიერსის შესახებ

საერთაშორისო კომპანია კოლიერსი 10 წელზე მეტია ბაზრის ლიდერია. კომპანია სხვა სერვისებთან ერთად ქონებისა და ბიზნესის შეფასების სერვისს სთავაზობს ფინანსურ ინსტიტუტებს, უძრავი ქონების კომპანიებს, სადაზღვევო კომპანიებს, კერძო პირებსა თუ საჯარო სექტორს. კოლიერსის ანგარიშები შეფასების საერთაშორისო რეგულაციების RICS-ის და IVS-ის უმაღლესი პროფესიული სტანდარტის მიხედვითაა შესრულებული და მათი საინვესტიციო რჩევები, კვლევა თუ ანალიზი მიმდინარე ბაზრის პირობებს ეფუძნება. საუკეთესო სერვისი, თუნდაც ძალიან მჭიდრო ვადებში, საიმედო რჩევები და მაღალი საერთაშორისო სტანდარტი ერთიანობაში დამკვეთებისთვის ქმნის კომფორტს. ეს კი კომპანიის 10-წლიანი ისტორიისთვის საკმაოდ შთამბეჭდავად ითარგმნა ციფრებში: კოლიერსის შეფასების გუნდმა თავისი ისტორიის მანძილზე 23 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება შეაფასა. მათი პროექტები სხვადასხვა ინდუსტრიას ფარავს და ჯამში 282 ათასზე მეტ აქტივს მოიცავს.

colliers.ge | +995 32 222 4477| Georgia@colliers.ge

(R)

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა