„საქსტატი“ - 2023 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი გასულ წელთან შედარებით 223.8 ლარით გაიზარდა და 1 766.8 ლარი შეადგინა

2023 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით, 14.5 პროცენტით (223.8 ლარით) გაიზარდა და 1 766.8 ლარი შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2023 წელს წინა წელთან შედარებით, ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა.

„საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში:

ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 858.5 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 27.2 პროცენტით);

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 3 215.2 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 17.8 პროცენტით);

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 506.5 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 9.7 პროცენტით)“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქსატის ცნობით, 2023 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 425.4 ლარით, ხოლო კაცების - 2 099.8 ლარით განისაზღვრა.

„ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 177.7 ლარი (14.2 %) შეადგინა, ხოლო კაცებში - 272.9 ლარი (14.9%). საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების საშუალო თვიური ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.

2023 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 420.3 ლარით (22.0 %) ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით.

2022 წელთან შედარებით, სახელმწიფო სექტორში ხელფასი 15.7 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 13.9 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 1 487.5 და 1 907.9 ლარი შეადგინა.

2023 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში 221.4 ლარით (13.8%) გაიზარდა და 1 827.3 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 958.3 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 27.1 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 813.9 ლარი, წინა წელთან შედარებით გაზრდილია 8.2 პროცენტით) დარგში ფიქსირდება.

2023 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 226.0 ლარით (15.9%) და 1 649.6 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში დასაქმებულებს“,-აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია