Impact Hub Tbilisi-ს საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული პროგრამა „ეფეს საქართველოს“ და ანადოლუ ეფესის მხარდაჭერით განხორციელდა.
ფინალურ ეტაპზე გადასულ 6 გუნდს შორის ჟიურიმ ორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი გუნდი, ხმის მიცემის შედეგად, საზოგადოების რჩეული გახდა. ყველა იდეა აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. გამარჯვებულები მიიღებენ ფულად ჯილდოს ბიზნესიდეის განსახორციელებლად და გაემგზავრებიან Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე გერმანიაში.
2024 წლის Social Impact Award-ის გამარჯვებულები გახდნენ:
Social Impact Award-ის ფარგლებში წელს 60-მდე აპლიკაცია შემოვიდა, ჟიურიმ კი 6 ფინალისტი შეარჩია. გუნდებმა ორი თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავეს პროექტების განვითარებაზე და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით შეიმუშავეს იდეების განვითარების გეგმა. გარდა ამისა, პროგრამის პირველ ეტაპზე, სამუშაო შეხვედრები (ვორქშოფები) გაიმართა თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, სადაც მათ იმუშავეს იდეების გენერირებაზე, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაზე.
სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 20-მდე ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში, სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.
იმფაქთ ჰაბ თბილისმა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მერვე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 2000+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 290-მდე ახალგაზრდამ (56 გუნდი), გამოვლინდა 28 გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცა დაფინანსება სოციალური ბიზნეს საქმიანობის წამოსაწყებად.
„განვითარებადი ქვეყნებისთვის, სადაც უამრავი სოციალური პრობლემა არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. გვიხარია, რომ პროგრამა Social Impact Award-ის საშუალებით, ამ კონცეფციას ძალიან ბევრი ქართველი ახალგზარდა გაეცნო და მათი ინტერესიც სოციალური მეწარმეობის მიმართ საგრძნობლად გაიზარდა,” აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა, ქეთი ებანოიძემ.
“სოციალური ვალდებულებების პროექტები მსოფლიოში უკვე ტრენდი აღარ არის, ეს ბიზნესებისთვის აუცილებელი შესასრულებელი პირობაა. ახალგაზრდებისა და მათი ბიზნესსაქმიანობების მხარდაჭერა „ეფეს საქართველოსთვის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის წამყვანი პრიორიტეტია. ჩვენ უკვე სამი წელია ვთანამშრომლობთ Impact Hub Tbilisi-თან, შესაბამისად, ისეთ მნიშვნელოვან პროექტში ჩართულობა, როგორიც Social Impact Award-ია, ჩვენთვის ძალიან საამაყოა. გვჯერა, რომ მასში მონაწილე თუ გამარჯვებული ახალგაზრდებისთვის პროექტი ღირებული გამოცდილება იქნება და სამომავლოდ განსაკუთრებულ როლს შეასრულებს მათი სოციალური ბიზნესსაქმიანობების განვითარებაში,“ - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
(R)