საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ პროფესორ მარინე მაისურაძეს უნივერსიტეტის „ოქროს მედალი” გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორ მარინე მაისურაძეს სტუ-ის „ოქროს მედლი“ გადასცა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც რექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, მარინე მაისურაძემ არაერთი ღირსეული თაობა აღზარდა და უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობაში.

აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიიღო ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური დრამატული თეატრის რეკონსტრუქცია. მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთი საცხოვრებელი სახლისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობის პროექტის დამუშავებაში, მათ შორის: მრავალფუნქციური საავადმყოფოს კომპლექსის უზნაძის ქუჩაზე, მრავალპროფილიანი სავაჭრო ცენტრის კომპლექსის „ქალაქის გული“ აბაშიძის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ნაფარეულის ქუჩაზე (ქ. თბილისში), ინდივიდუალური სახლების ქ. თბილისში, წავკისში, ქ. წყალტუბოში და სხვა; მონაწილეობდა მრავალ არქიტექტურულ შემოქმედებით კონკურსებსა და სამეცნიერო კონფერენციებში; ჩატარებული აქვს კვლევები მხატვრულ-ისტორიულ და არქიტექტორულ თემატიკაზე; ავტორია სამეცნიერო პუბლიკაციებისა და წიგნის "მეთოდური მითითებები არქიტექტურაში"; მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური და შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

„უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე მარინე მაისურაძის დამსახურების გათვალისწინებით, აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მეცნიერისთვის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო - ოქროს მედალი მიენიჭებინა. საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ვულოცავ ქალბატონ მარინეს ამ საპატიო ჯილდოს”, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით 2022 წლის 19 მაისს დაწესებული ჯილდო - „ოქროს მედალი” გაიცემა უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის. „ოქროს მედალი“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, რექტორის წარდგინების საფუძველზე გაიცემა.

დაჯილდოებულ პირს, ჯილდოს და შესაბამის მოწმობას საზეიმოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გადასცემს.

სტუ-ის ჯილდო დაარსებიდან დღემდე, 70-მდე პირს გადაეცა, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია