ირაკლი ხელაძე - მოსახლეობასთან ყოველდღიურად ვსაუბრობთ ჩვენი გუნდის საარჩევნო პროგრამის მთავარ ასპექტებზე, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იქნება პრიორიტეტული

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მმართველი გუნდის საარჩევნო სიის დელეგატი ზღვისუბნის მე-11 მიკრორაიონის პირველ კვარტალში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა, ასევე, შეხვედრები გაიმართა ბენდელიანისა და რიონჰესის ქუჩის მცხოვრებლებთან.

„მოსახლეობასთან ყოველდღიურად ვსაუბრობთ ჩვენი გუნდის საარჩევნო პროგრამის მთავარ ასპექტებზე, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იქნება პრიორიტეტული. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს დევნილთა დასახლებებში უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, თუმცა კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებები აქტიურად მუშაობენ. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

დელეგატთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი ესწრებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია