„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ორხევის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ორხევის დასახლების მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო დასახლებისთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებს, ასევე, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას.

„შეკრებილმა მოსახლეობამ მხარდაჭერა აღუთქვა დელეგატს და მმართველ გუნდს, რადგან სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო ომში არ არის ჩართული. ამიტომაც აღინიშნა, რომ მმართველ გუნდს მოსახლეობის სრული მხარდაჭერა ექნება 26 ოქტომბრის არჩევნებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს სამგორის მაჟორიტარი წევრი რევაზ სოხაძე, სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე იოსებ ბურდულაძე და ორხევში არსებული, ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის N19 ხელოვნების სკოლის დირექტორი თამაზ მოლაშვილი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება