„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩის მიმდებარედ არსებულ დასასვენებელ სივრცეში შეხვდა მოსახლეობას.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა დიდ დიღომში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები.

„ადგილობრივებთან საკმაოდ საინტერესო და ინტერაქციული შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ დიდ დიღომში განსახორციელებელი პროექტები, რომლებიც მათი აზრის გათვალისწინებით და ჩართულობით განხორციელდება. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაა, რასაც 12 წელია ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკით, ბიზნესის თავისუფლებით, მშვიდობით, სტაბილურობით და ეფექტიანი მენეჯმენტით ვახორციელებთ. მოსახლეობას პირობა მივეცი, რომ „ქართული ოცნების" საპარლამენტო არჩევნებში ღირსეული გამარჯვების შემდეგ, კვლავ გაგრძელდება ქვეყნის წინსვლა და განვითარება”, - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს