ნაძალადევის რაიონში საარჩევნო შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად მანჯგალაძისა და ლიკანის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ყურადღება საარჩევნო პროგრამის მთავარ მიმართულებებზე გაამახვილეს, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას ასეთი მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რაც თავისთავად გულისხმობს საქართველოს გამარჯვებას, მშვიდობას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობისთვის“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

„ძალიან დიდი მუხტი იგრძნობა მოსახლეობაში. ყველა ვთანხმდებით, რომ დიდი ბრძოლა გველის წინ. მნიშვნელოვანი, დამაჯერებელი გამარჯვებაა მოსაპოვებელი და გასაგრძელებელია ამ ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, თბილისის საკრებულოს წევრი ალექსანდრე ხუჯაძე და „ქართული ოცნების“ ნაძალადევის შტაბის ხელმძღვანელი დავით ჭელიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია