ჯაბა სამუშია ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახელობის უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ მატეო ლორიტოსთან და ნეაპოლის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახელობის უნივერსიტეტი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, თსუ უკვე წლებია თანამშრომლობს ნეაპოლის უნივერსიტეტთან და ერასმუსის პროგრამის ფარგლებში სტუდენტების მობილობას ახორციელებს.

„ჩვენ გვაქვს ურთიერთობა როგორც ნეაპოლის, ასევე, სხვა იტალიურ უნივერსიტეტებთან თუმცა, ამ თანამშრომლობის გაფართოება და კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ

როგორც ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა მატეო ლორიტომ შეხვედრაზე აღნიშნა, წელს უნივერსიტეტის 800 წლის იუბილეს აღნიშნავენ. „გპირდებით, რომ ამ ორი უძველესი აკადემიის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ის მემორანდუმი, რაც უკვე არსებობს ჩვენს უნივერსიტეტებს შორის, განახლდება და ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი გახდება“,- განაცხადა მატეო ლორიტომ.

ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაცია საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის "მინერვა“ ხელშეწყობით იმყოფებიან. შეხვედრაზე დაიგეგმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვიზიტი ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახელობის უნივერსიტეტში და ახალი თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს