"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია  წალენჯიხაში მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია, ოლიმპიურ ჩემპიონებთან - ძალოსან ლაშა ტალახაძესთან და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილთან ერთად მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხები. ასევე, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები.

მათივე ცნობით, დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, განსაკუთრებული აქცენტი კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაკეთდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს