გიორგი ჩაკვეტაძე - ეს ხალხი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ახალგაზრდებს ქუჩაში ხვრეტდა, ოპოზიციიდან კი, რაც შეუძლიათ იმას აკეთებენ - ,,ახალი” დაირქვეს, მაგრამ ხელწერა ძველი აქვთ

"ახალი” დაირქვეს, მაგრამ ხელწერა ძველი აქვთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, სენაკში, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის კამპანიის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებაზე პარტიული აქტივისტები დააახვედრეს.

როგორც ჩაკვეტაძე აღნიშნავს, "სისხლიანი პროკურორის, ნიკა გვარამიას პარტიელებისგან არაფერია გასაკვირი, რადგან ეს ხალხი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ახალგაზრდებს ქუჩაში ხვრეტდა, ოპოზიციიდან კი, რაც შეუძლიათ იმას აკეთებენ".

""ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ,,ახალგაზრდული კამპანია 2024” აქტიურად მიმდინარეობს და ნაცებმა რა ვქნათო და ორი პარტიული აქტივისტი დაახვედრეს ჩვენებს სენაკში მოქალაქეებთან შეხვედრის დროს.

თამუნა კვირკველიამ ტელეფონზე ვიდეო ჩართო და ირაკლი ჩხვირკიამ ახალგაზრდულ მსვლელობას კლასიკური ნაცური შეურაცხყოფა მიაყენა.

სისხლიანი პროკურორის, ნიკა გვარამიას პარტიელებისგან არაფერი გვიკვირს. ეს ხალხი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ახალგაზრდებს ქუჩაში ხვრეტდა. ოპოზიციიდან კი, რაც შეუძლიათ იმას აკეთებენ - შეურაცხყოფების მიყენებას ცდილობენ. ,,ახალი” დაირქვეს, მაგრამ ხელწერა და ყველაფერი ძველი აქვთ.

ჩვენი საქართველო ნამდვილად აქ არის! 26 ოქტომბერს სრული მობილიზაცია გვჭირდება რომ ამათ ერთხელ და სამუდამოდ თავისი სახელი დაერქვათ!" - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია