ანონსი  15 ოქტომბერი

15 ოქტომბერს, 10:00 საათზე, Holiday inn, Living Room-ში „სასამართლოს გუშაგის“ საჯარო ღონისძიება გაიმართება, რომელსაც მესამე სექტორის წარმომადგენლები და ყოფილი მოსამართლეები გაუძღვებიან.

თემა: „ქართული ოცნების“ 12 წელი სასამართლოში.

15 ოქტომბერს 10:30 საათზე, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ოფისში, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებზე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის პრესსპიკერი, ლევან სანიკიძე ისაუბრებს.

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4, სართული 5

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644

15 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” ბრიფინგს გამართავს.

მის: ლევან მიქელაძის 3

საკონტაქტო: 577260026

15 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ზუგდიდში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ანა წითლიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „მოქალაქეებისთვის პირადობების ჩამორთმევა“.

მის: ზუგდიდი, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ოფისი“

საკონტაქტო: 568 51 55 53

15 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

15 ოქტომბერს, 12:00 საათზე, არასამთავრობო კოალიციათა გაერთიანება საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის პრესკლუბში ბრიფინგს გამართავს.

თემა: წინასაარჩევნო გარემო და ეუთო/ოდირის დასკვნის შეფასება.

მის: აკაკი წერეთლის 116 („დიდუბე პლაზა“, მეოთხე სართული)

15 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ფაქტებთან და სოციალურ მედიაში წარმოებული პოლიტიკური კამპანიების ტენდენციებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

მის: კოსტავას 43ა

საკონტაქტო: ქრისტინა ფარჯიანი - 598 90 64 74

15 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი, V სართული)

15 ოქტომბერს, 14:00 საათზე, უსინათლოთა თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნიდან” პარლამენტისკენ მსვლელობა გაიმართება.

საკონტაქტო: 577 342 792

15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში - Central Room, სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას.

მის: კოსტავა ქუჩა #14

15 ოქტომბერს, 20:00 საათზე, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები სამეგრელო-ზემო სვანეთში გაგრძელდება.

ზუგდიდში გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის