ქეთევან თურაზაშვილი - კასპში სამი წელია სამშობიარო აღარაა

კასპში სამი წელია სამშობიარო აღარაა. ადამიანები 40-50 კილომეტრს გადიან, როდესაც მათ სჭირდებათ სამშობიარო, რაც პრობლემაა მთელი რეგიონისთვის, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ქეთევან თურაზაშვილმა კასპში კამპანიური გასვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ქალაქის მოსახლეობამ ამ საკითხზე ჩივილითა და წუხილით თავად მიმართა და დახმარება სთხოვა.

მისივე თქმით, ხელისუფლება, რომელსაც ხალხის პრობლემები არ ადარდებს, უნდა შეიცვალოს.

„კასპში, ისევე როგორც სხვა ბევრ ქალაქში, არ არის სამშობიარო, რაც ძალიან აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას. მოქალაქეებმა თავად მოგვმართეს ჩივილით, რომ კასპში არ არის სამშობიარო და როდესაც ვიკითხე, მითხრეს, რომ, დაახლოებით, ორი-სამი წლის წინ დაიკეტა სამშობიარო განყოფილება, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ მშობიარეს და მისი ოჯახის წევრებს, დაახლოებით, 40-50 კილომეტრის გავლა უწევს, საჭიროების შემთხვევაში. ეს არის რეალურად პრობლემა აქაურებისთვის და მთელი რეგიონისთვის, ვინც კასპის გარშემო ცხოვრობს და ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი იმისა, რომ ხელისუფლებისთვის არ არის პრიორიტეტი არც მოქალაქე, არც კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა და არც ზრდადი მიგრაცია. ხელისუფლება მოქალაქეებზე არ ზრუნავს და მათი წუხილისთვის არ სცალია, რისი შეცვლაც ჩვენ ძალიან მალე შეგვიძლია. ჩვენი პრიორიტეტია, შემცირდეს მიგრაცია, ჯანდაცვა იყოს ხელმისაწვდომი, პენსია გაიზარდოს 1000 ლარამდე და შეიქმნას 200 000 ახალი სამუშაო ადგილი“, - განაცხადა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ქეთევან თურაზაშვილმა, რომლის კომენტარს „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია