საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი გახსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ავტოტექნოს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი გახსნა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე პირველ ეტაპზე სასწავლო ცენტრის გაიხსნას მოიცავს, ხელი მოაწერეს სტუ-ის ვიცე-კანცლერმა, პროფესორმა თემურ ბულიამ და „ავტოტექნოს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა მიხეილ ალხაზიშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერის განცხადებით, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ისტორია 1928 წლიდან იწყება. ფაკულტეტზე საქართველოსა და ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებზე ორიენტირებული, მულტიდისციპლინური საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება, მათ შორის ისეთი, რომელთაც საქართველოში ანალოგები არ გააჩნია.

„დღეს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი სწავლების სხვადასხვა საფეხურზე უზრუნველყოფს საერთაშორისო დონის უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადებას, რაც პირდაპირ უკავშირდება იმ კავშირებს, რომელიც ხელმძღვანელობას აქვს დამყარებული სხვადასხვა კომპანიასთან. „ავტოტექნო” 2016 წელს დაარსებული კომპანიაა და ის საქართველოში ახორციელებს ახალი ჩინური, საიმედო ინდუსტრიული ავტოტექნიკის დისტრიბუციას და მომხმარებლებს სთავაზობს ინდივიდუალურ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ სერვისს. ამდენად, თანამშრომლობის მემორანდუმი და მით უმეტეს, სასწავლო ცენტრის გახსნა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. წარმატებებს ვუსურვებ ფაკულტეტს, სტუდენტებს და კომპანიას”, - განაცხადა ვიცე-კანცლერმა.

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით, კომპანიის მხარდაჭერით სასწავლო, ინოვაციური კონცეფციის ცენტრის გახსნა სტუდენტებისთვის სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

„ცენტრის შექმნის იდეა ინოვაციურია და გულისხმობს სტუდენტებისა და კომპანიაში დასაქმებული პერსონალისათვის თანამედროვე სწავლებისა და ტრენინგ პროგრამების განხორციელებას, როგორც ახალი თეორიული ცოდნის მიღების, ასევე, პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ავტოტექნოს“ შორის გაფორმებული მრავალწლიანი მემორანდუმის საგანსა და საქმიანობის ფორმას წარმოადგენს მხარეთა თანამშრომლობა, რაც მიზნად ისახავს მხარეთა კომპეტენციის ფარგლებში ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, მხარეთა სამეცნიერო-ტექნიკური, საწარმოო ბაზისა და პოტენციალის გაზიარებას, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განვითარებაში მონაწილეობას, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობასა და ურთიერთთანამშრომლობას საერთო ინტერესების ფარგლებში“, - აცხადებს დეკანი.

სტუ-ის ინფორმაციით, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე სასწავლო ცენტრის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და კომპანია „ავტოტექნოს“ ხელმძღვანელი პირები. ასევე, ღონისძიებას მოწვეული სტუმრების სტატუით დაესწრნენ 15 ევროპულ უნივერსიტეტში მოღვაწე პროფესორები და აკადემიური წრის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს სტუმრობენ მე-8 ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია”, ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ავტოტექნო” კონფერენციის ერთ-ერთი სპონსორი და თანაორგანიზატორია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში