დიმიტრი პესკოვი - ვხედავთ დასავლეთის ქვეყნების მცდელობებს, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა და საარჩევნო კამპანიაზე პირდაპირი გავლენა მოახდინონ - ჩვენ საქართველოს შიდა საქმეებში არ ვერევით

ჩვენ საქართველოს შიდა საქმეებში არ ვერევით, - ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება არჩევნებს, ეს ჩვენი საქმე არ არის. ვხედავთ დასავლეთის ქვეყნების დაუფარავ მცდელობებს, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე ზეწოლა და საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე პირდაპირი გავლენა მოახდინონ. ჩვენ საქართველოს შიდა საქმეებში არ ვერევით და ამის გაკეთებას არც ვაპირებთ“, - განაცხადა პესკოვმა.

კრემლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გართულებები ხალხებს შორის კავშირების განვითარებას ხელს არ უშლის.

„საქართველო ჩვენი მეზობელია. თქვენ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ყველა გართულება იცით, რაც ამავდროულად, ორი ქვეყნის საზოგადოებებსა და ხალხებს შორის ჰუმანიტარული კავშირების განვითარებას ხელს არ უშლის. ხალხი საქართველოსა და რუსეთში მოგზაურობას აგრძელებს“, - აღნიშნა კრემლის პრესმდივანმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში