პრემიერი - ზუგდიდში, 1700 დევნილი ოჯახისთვის შვიდი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 1700 ბინის მშენებლობა დაიწყო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან და კომპანია „ანაგის" გენერალურ დირექტორთან, ირაკლი გოგოლიშვილთან ერთად, მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ უკვე ათასობით დევნილმა ოჯახმა მიიღო ბინები სხვადასხვა ლოკაციაზე და პროექტი აღნიშნული პროცესის გაგრძელებაა.

„მნიშვნელოვანი პროექტი იწყება დღეს ზუგდიდში, 1 700 დევნილი ოჯახისთვის აშენდება 7 საცხოვრებელი კორპუსი და 2027 წელს არის გათვალისწინებული ამ პროექტის დასრულება. მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, ათასობით დევნილმა ოჯახმა მიიღო ღირსეული საცხოვრისი სხვადასხვა ლოკაციაზე და ამ პროცესის გაგრძელებაა ის პროექტი, რომელიც დღეს იწყება", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 7 კორპუსი აშენდება - ექვსი 12-სართულიანი და ერთი 14-სართულიანი. პროექტს კომპანია „ანაგი" განახორციელებს, მშენებლობის ბიუჯეტი კი 191 012 850 ლარს შეადგენს.

იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ახალი კორპუსების მშენებლობა, ერთდროულად, საქართველოს 5 ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბორჯომში, ქუთაისსა და ზუგდიდში მიმდინარეობს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია