ირაკლი კობახიძე -  ეს არის რეფერენდუმი, რომელზეც ყველამ ერთად საბოლოოდ უნდა ვუთხრათ უარი ომს და ავირჩიოთ მშვიდობა, უნდა ვუთხრათ უარი ამორალურ პროპაგანდას და ავირჩიოთ ტრადიციული ფასეულობები

სამეგრელო და სვანეთი გამოირჩევა განსაკუთრებული ღირსების მატარებელი და ნიჭიერი ადამიანებით, რომლებსაც ყოველთვის შეჰქონდათ განსაკუთრებული წვლილი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო განსაკუთრებული პატივისცემა თითოეული თქვენგანის მიმართ, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიების ფარგლებში ზუგდიდში შეკრებილ მოსახლეობას.

კობახიძის თქმით, სამეგრელო და სვანეთი გამოირჩევა თავისი ულამაზესი ბუნებით და უძვირფასესი კულტურული მემკვიდრეობით. სამეგრელო და სვანეთი ინახავს უამრავ საუნჯეს, რომელიც საქართველოს ეროვნულ, სარწმუნოებრივ და კულტურულ თვითმყოფადობას ქმნის.

მისი თქმით, 11 დღეში შედგება გადამწყვეტი არჩევნები, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს საქართველოს ბედს.

„ეს არის რეფერენდუმი, რომელზეც ყველამ ერთად საბოლოოდ უნდა ვუთხრათ უარი ომს და ავირჩიოთ მშვიდობა, უნდა ვუთხრათ უარი ამორალურ პროპაგანდას და ავირჩიოთ ტრადიციული ფასეულობები, უნდა ვუთხრათ უარი ბნელ წარსულს და ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია