თავდაცვის მინისტრი ვეტერანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანების დღე აღინიშნება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალურ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრმა ვეტერანებს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისა და გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ჩიქოვანი განსაკუთრებით დაჭრილ-დაშავებულ ვეტერანებს მიესალმა და საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ვეტერანების დაფასება და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა.

„ვეტერანის სახელი ყოველთვის იწვევს განსაკუთრებულ პატივისცემას და მადლიერებას. ხელისუფლებისა და საზოგადოების ვალია, პატივი მიაგოს სამშობლოსათვის თავდადებულ რაინდებს, თავის ვეტერანებს. ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ჩვენი სახელოვანი ვეტერანები იყვნენ სათანადოდ დაფასებული და მათი ცხოვრების პირობები იყოს გაუმჯობესებული“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მათივე ცნობით, ვეტერანებს პროფესიული დღე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ მიულოცეს. პრემიერ-მინისტრმა ვეტერანების მხარდასაჭერად განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება. საიუბილეო ღონისძიებაზე ვეტერან სამხედროებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ბოლნისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ეფრემმა გადასცა.

ამასთან, განმარტავენ, რომ საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რის საფუძველზეც შემდგომში ვეტერანის დღე დაწესდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე