გივი მიქანაძე - მხარე, რომელიც აგებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, ცდილობს ყველა ფორმით გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები, დესტრუქციის ქაოსური პროცესების და რევოლუციური სცენარების განსავითარებლად - სუს-ის განცხადება პრევენციულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა, სადაც საუბარია, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, მხარე, რომელიც აგებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, ცდილობს ყველა ფორმით გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები, დესტრუქციის ქაოსური პროცესების და რევოლუციური სცენარების განსავითარებლად, ხოლო სუს-ის განცხადება არის პრევენციული.

„მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზანი არის - მხარე, რომელიც პირწმინდად აგებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, ცდილობს ყველა ფორმით გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები, დესტრუქციის ქაოსური პროცესების და რევოლუციური სცენარების განსავითარებლად. ის განცხადება, რაც გაავრცელა გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არის პრევენციული, მაგრამ ამავდროულად საგანგაშო. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი საზოგადოება რწმუნდება, რომ ეს ადამიანები მზად არიან ყველა მეთოდით და ყველა ფორმით იმოქმედონ კანონსაწინააღმდეგოდ, როგორმე საკუთარ საწადელ მიზანს რომ მიაღწიონ. იმიტომ, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ კანონიერი გზით არანაირი შესაძლებლობა არა აქვთ, რომ ხელისუფლებაში რაიმე ფორმით დაბრუნდნენ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია