„ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონში, აბაშიძის N41-ში და ყაზბეგის N47-ში მობინადრეებს შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, აბაშიძის N41-ში და ყაზბეგის N47-ში მცხოვრებ მოსახლეობას ვაკის გამგებელ დავით კვინიკაძესთან ერთად შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურული პრობლემები და საკითხები, რომლებიც გამოსასწორებელია. ასევე, დელეგატმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევებზე საუბარს და აქტიურობისკენ მოუწოდა ამომრჩეველს.

„განვიხილეთ ინფრასტრუქტურული პრობლემები და საკითხები რომლებიც გამოსასწორებელია. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მომავალში მსგავსი ხარვეზები აღმოიფხვრას. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვისაუბრეთ დღევანდელ პოლიტიკურ გარემოზე და არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაზე. 26 ოქტომბერს ჩვენს თანამოქალაქეებს აქტიურობისკენ მოვუწოდებ. ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ვიზეიმოთ ამ დღეს,“- განაცხადა ზუკა რურუამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს