გუდაურს საერთაშორისო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) დელეგატები ინსპექტირების მიზნით ეწვივნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ორგანიზებით, გუდაურს საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) დელეგატები, მათ შორის, შეჯიბრის დირექტორი კლაუს ვალდნერი, სკი და სნოუბორდ კროსის მიმართულების ასისტენტებთან და ტრასების მშენებლებთან ერთად ესტუმრნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „მთის ტრასების სააგენტო“ ავრცელებს.

მათი ცნობით, FIS-ის წარმომადგენლებმა კურორტზე, 2024-2025 წლის მსოფლიო თასების გასამართ ღონისძიებებთან დაკავშირებით, გეგმურ ინსპექტირება განახორციელეს.

ფედერაციის წარმომადგენლებმა კურორტზე ტრასების რელიეფი შეისწავლეს. მათ შორის, სკი კროსის საშეჯიბრო ტრასისთვის არეალები შეარჩიეს და დააგეგმარეს. ამასთან, უკვე არსებული, სნოუბორდ კროსის საშეჯიბრო ტრასის ინფრასტრუქტურაც შეამოწმეს.

„2024-2025 წლის ზამთრის სეზონზე, საქართველოს სამთო კურორტებზე - გუდაურსა და ბაკურიანში, მსოფლიო თასის ეტაპები მოგულში, სკი და სნოუბორდ კროსის დისციპლინებში ჩატარდება, რომელიც დეკემბერსა და მარტში გაიმართება. აქტიურად ვემზადებით საერთაშორისო ღონისძიებებისთვის. მზად ვიქნებით ყველა მიმართულებით. გამოცდილება გვაძლევს ამის თქმის საშუალებას, რომ საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარება მაღალი ხარისხით შეგვიძლია. საქართველოს მთის კურორტების პოზიციონირება საერთაშორისო მასშტაბით 2024-2025 წლის სეზონზეც აქტიურად მოხდება“, - განაცხადა „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორმა (MTA) ირაკლი ბურჭულაძემ.

მათივე ცნობით, საქართველომ, 2023-2024 წლის ზამთრის სეზონზე, მსოფლიო თასის ეტაპებს მოგულში, სკი და სნოუბორდ კროსის დისციპლინებში, წარმატებით უმასპინძლა. შეჯიბრებები საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) მხრიდან როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით უმაღლეს დონეზე შეფასდა.

2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შემდგომ, FIS-ის გადაწყვეტილებით, გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო დონის, მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია