მარიკა თოდუა - „მზისკარის“ პროექტში მონაწილეობით სამომავლოდ უფრო პოპულარული გახდება არა მხოლოდ ჩვენი ობიექტი, არამედ  მეგრული გასტრონომია და სტუმარმასპინძლობა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის „მზისკარის“ მონაწილე, ეთნო სოფლის „სისატურას“ წარმომადგენელი მარიკა თოდუა პროექტის მნიშვნელობასა და იმ სარგებელზე საუბრობს, რაც ხელს უწყობს ოჯახური გასტრო მასპინძლობის ქსელის პოპულარიზაციას. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „სისატურა“ 2019 წლიდან, სამეგრელოში ფუნქციონირებს და სტუმრებს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს: ეთნოსოფელში ექსკურსია, კულინარიული მასტერკლასი, ფოლკლორული ცოცხალი მუსიკა და ვახშამი.

„იდეა ძალიან გიჟურად ჟღერდა, მაგრამ მიხარია, რომ დღეს ძალიან ბევრი ტურის მასპინძელი ვარ. კონკრეტულად ეს პროექტი პირველ რიგში მორალურად მაძლიერებს, იმიტომ რომ მაღიარეს და ეს მომწონს. ძალიან ბევრი ჩვენნაირი ობიექტი ჩაერთო ამ პროექტში, ეს უფრო მეტ მიზიდულობას გამოიწვევს. „მზისკარის“ ფარგლებში მენიუს ნაწილშიც დაგვეხმარნენ, სურსათის უვნებლობის ნაწილში უფრო გავიმართეთ და ხარისხი გავაუმჯობესეთ. დიზაინის ნაწილში ჩემთვის იყო ძალიან პრაქტიკული დახმარება. ამ პროექტში მონაწილეობით სამომავლოდ უფრო პოპულარული გახდება არა მხოლოდ ჩვენი ობიექტი, არამედ მეგრული გასტრონომია, მეგრული სტუმარმასპინძლობა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება და ძალიან მიხარია. თუ გვინდა მდგრადად განვითარდეთ და ახალ ბაზრებზე მოხდეს ინტეგრაცია, ამისთვის მსგავსი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ დამოუკიდებლად ამას ვერ შევძლებთ. როდესაც ერთიან პროექტში ასეთი დიდი მხარდამჭერი გვაქვს ეს ჩვენი პროდუქტის პოპულარიზაციას ახდენს“,-აცხადებს მარიკა თოდუა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, „მზისკარი“ ოჯახური გასტრო მასპინძლობის ქსელია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე „მზისკარის“ ქსელში 8 ობიექტია გაერთიანებული.

მათივე ცნობით, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი, ნიშური შეთავაზების განვითარებას გასტროტურიზმის მიმართულებით და ქვეყნის მასშტაბით გააერთიანოს ისეთი მასპინძელი ოჯახები, რომლებიც სტუმრებს, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების გარდა, სთავაზობენ ავთენტურ, ოჯახურ გარემოში, ადგილობრივი სტუმართ-მასპინძლობის ტრადიციების გაცნობას; კერძის მომზადების პროცესში მონაწილეობასა და გასტრონომიულ ინტერპრეტაციას.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს