კულტურის ახალი მინისტრი - ვფიქრობ, ვთანხმდებით იმაზე, რომ როგორც სპორტი, ისე კულტურა ქვეყნისთვის არის ნამდვილად ლოკომოტივივით გამწევი ძალა

ვფიქრობ, ვთანხმდებით იმაზე, რომ როგორც სპორტი, ისე კულტურა ამ ქვეყნისთვის არის ნამდვილად ლოკომოტივივით გამწევი ძალა, - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის ახლად დანიშნულმა მინისტრმა, თინათინ რუხაძემ, პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა პრემიერს ნდობისთვის და განაცხადა, რომ კულტურის სფეროში ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს.

„ვფიქრობ, ვთანხმდებით იმაზე, რომ როგორც სპორტი, ისე კულტურა ამ ქვეყნისთვის არის ნამდვილად ლოკომოტივივით გამწევი ძალა. ასეთი გუნდისგან და ასეთი, ჩემთვის პატივსაცემი პრემიერისგან ნამდვილად ღირსეული შემოთავაზება იყო ჩემთვის. ვეცდები, რომ იმ სფეროში, რომელშიც 35 წელია დაუღალავად, დილიდან საღამომდე როგორც მუსიკოსი, როგორც კულტურის დარგის მენეჯერი ვმუშაობ, ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე მოვუტანო იმ ხალხს, ვისაც ჩვენი ქვეყნის სახელი როგორც კულტურაში, ისე სპორტში მსოფლიოში გაქვთ და ძალიან ღირსეულად, ნამდვილად ამაყად ატარებენ საქართველოს სახელს. მადლობა ყველას ნდობისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ კულტურის და სპორტის სფეროც გვენდობა და დავიწყებთ სწორ კომუნიკაციას იმისთვის, რომ პირველ რიგში, საქმე გავაკეთოთ და წინ წავიყვანოთ“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

ცნობისთვის, კულტურისა და სპორტის მინისტრად მუსიკოსი თინათინ რუხაძე დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ამ პოსტზე რუხაძე თეა წულუკიანს წულუკიანს შეცვლის.

თინათინ რუხაძე 1989 წლიდან საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანების დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის ასევე იყო კამერული ორკესტრის „თბილისის კონცერტინოს“ დირექტორი და ტელეფესტივალ „მანას“ აღმასრულებელი დირექტორი; თინათინ რუხაძე ტვ „ტიბისი TV-ის“ გენერალური პროდიუსერის საქმიანობასაც ასრულებდა და ასევე, საქტელერადიო მაუწყებლობის პროდიუსერთა საბჭოს აპარატის უფროსი და პროდიუსერი იყო. გარდა ამისა, მას აქვს ნამუშევარი შპს „მელოდია არტის“ დირექტორის მოადგილედ და გენერალურ პროდიუსერად; ასევე, იყო ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის გენერალური დირექტორი და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში. კულტურისა და სპორტის მინისტრად წარდგენამდე, 2016 წლიდან დღემდე, ის იყო მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაშია, რის გამოც მან 26 სექტემბერს კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა. წულუკიანი ამ პოსტს 2021 წლის მარტიდან იკავებდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში