დავით ფაცაცია წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, წყალტუბოში შეხვედრები გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლები წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩასა და სოფელ ფარცხანაყანებში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდნენ, ისაუბრეს სოციალური, ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, დევნილთა მხარდაჭერის მიმართულებებით განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობებზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, სახელმწიფოს პრიორიტეტებზე, ღირებულებებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

„აფხაზეთიდან დევნილთა წინაშე არსებული გამოწვევების აღწერისა და მათი მოგვარების გზაზე, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი არის ურთიერთგაგება დევნილებსა და ხელისუფლებას შორის. მჯერა, რომ მსგავსი შეხვედრები, ასევე არის ერთ-ერთი წინაპირობა ჩვენი ქვეყნის განვითარების, გაერთიანების, რასთანაც დღეს ისე როგორც არასდროს ვართ ახლოს“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი გიორგი ძიგუა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის