ედვარდ მკრტიჩიანი - ტურიზმის ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი” ახალგაზრდა მეწარმეებს დიდ მოტივაციას გვაძლევს ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის „მზისკარის“ მნიშვნელობაზე პროექტის მონაწილე ედვარდ მკრტიჩიანი საუბრობს - საოჯახო სასტუმროს მფლობელის განცხადებით, „მზისკარი“ ხელს შეუწყობს გასტროტურიზმის განვითარებას საქართველოს რეგიონებში, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, „ედის დაჩა“ საოჯახო სასტუმროა დაშბაშის კანიონთან ახლოს და შენობას ძველი ქართული ხის ორნამენტები აქვს.

„უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ამ პროექტის შემქმნელებს. ტურიზმის ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი” ახალგაზრდა მეწარმეებს დიდ მოტივაციას გვაძლევს ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები, გაიმართა კონსულტაციები, ჩვენი სასტუმრო განთავსდა პორტალზე. გასტროტურიზმის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ეს ტრენინგები და ეს პროექტი ეტაპობრივად დაგვეხმარება განვითარებაში“, -აცხადებს ედვარდ მკრტიჩიანი.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტი „მზისკარი“ დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, „მზისკარი“ ოჯახური გასტრომასპინძლობის ქსელია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე „მზისკარის“ ქსელში 8 ობიექტია გაერთიანებული.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს