მთიან აჭარაში ორ საოჯახო-სასტუმრო სახლს „კარგი მასპინძლის“ სტატუსი მიენიჭა

მთიან აჭარაში ორ საოჯახო-სასტუმრო სახლს „კარგი მასპინძლის“ სტატუსი მიენიჭა. საოჯახო სახლების - „სხალთა“ და „მოყვარე“ მეპატრონეები პირველები აღმოჩნდნენ, რომლებიც პროექტით გათვალისწინებული ეტაპები წარმატებით გადალახეს. საოჯახო სასტუმროები სხალთისა და მერისის ხეობებში მდებარეობს და წლებია მასპინძლობენ ტურისტებს.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტი „კარგი მასპინძელი“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტომ რეგიონში საოჯახო-სასტუმრო სახლების წახალისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაიწყო. სტატუსის მქონე საოჯახო სახლებს უკვე დაუმზადდათ საპრომოციო ფოტო-ვიდეო მასალები, სახლთან დაუმონტაჟდათ მანიშნებლები და გადაეცათ ბრენდირებული სუვენირები.

„პროექტი ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზნად ისახავს, ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმართმასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაციასა და სტიმულირებას განავითარონ ტურისტული ბიზნესი.

საოჯახო-სასტუმრო სახლების მასტიმულირებელი პროექტი „კარგი მასპინძელი“ აჭარაში პირველად ხორციელდება. მასში ჩართვა ნებაყოფლობითია. სტატუსის მიღების მსურველები სხვადასხვა კრიტერიუმებით ფასდებიან. კრიტერიუმები საოჯახო სახლების ინტერიერის, ექსტერიერის, კვების, მომსახურების ხარისხისა და ინფორმაციული ხელმისაწვდომობის მიხედვითაა შედგენილი. მათი მინიმუმ 90%-ის დაკმაყოფილებაა საჭირო „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მოსაპოვებლად.

პროექტისა და კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციის მიღება მსურველებს ბმულზე შეუძლიათ.

აღნიშნულ ბმულზე რეგისტრაციისა და საკუთარი საოჯახო სახლის შეფასების შემდეგ, „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მოპოვების მსურველ საოჯახო სახლებს სპეციალური კომისია და იდუმალი სტუმარი შეაფასებს. პროექტში ჩართვა მსურველებს ნებისმიერ დროს შეუძლია. ობიექტებისთვის სტატუსის მინიჭება კი 3 - 6 თვის განმავლობაში განხორციელდება. პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციასა და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოამზადა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში