GITA-ს ორგანიზებით, საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE  მიმდინარეობს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, წელს პირველად დაორგანიზდა და ყოველწლიურად ჩატარდება საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს უნივერსიტეტებსა და სტუდენტებში გაზარდოს ინოვაციური და ტექნოლოგიური პროცესების მიმართ ინტერესი და გამოავლინოს წლის საუკეთესო უნივერსიტეტი ამ მიმართულებით. კონკურსის ფარგლებში ყოველ წლიურად შეირჩევა კონკრეტული თემა, რომლის გამოწვევებზეც სტუდენტებმა საკუთარი სტარტაპ იდეები უნდა წარადგინონ.

„2024 წელს UNI4VERSE-ის მთავარი თემაა მწვანე ეკონომიკა და განახლებადი რესურსები. პროექტი ემსახურება მწვანე ეკონომიკის სფეროში არსებული გამოწვევების გადაჭრასა და სტუდენტებში ინოვაციური სტარტაპ იდეების ჩამოყალიბებას.

2024 წლის UNI4VERSE-ის კონკურსში დასახელდა შემდგომი გამოწვევები:

1.მზის და თბური ენერგიის ათვისება/ეფექტიანობის გაზრდა და მონიტორინგი (საუნივერსიტეტო სივრცეებში)

2.საყოფაცხოვრებო და სამეურნეო (სოფლის მეურნეობა/მრეწველობა) ნარჩენების ენერგეტიკული პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება

3.საყოფაცხოვრებო პირობებში ენერგიის მოხმარების მართვა და მონიტორინგი

4.სამშენებლო ნარჩენების ხელახალი გამოყენება, გადამუშავება და მონიტორინგი

მწვანე მობილობის (სამგზავრო და სატვირთო) გაუმჯობესება.

პროექტში ჩართულია 18 უნივერსიტეტი მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლით სააპლიკაციო ფორმაში ჩამოთვლილი უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რეგისტრაციის ფორმა იხილეთ ბმულზე:

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი, 2024 წელი.

რეგისტრაციის დასრულების შემდგომ 18-ვე უნივერსიტეტში ჩატარდება შიდა იდეების კონკურსი და თითოეულ უნივერსიტეტში გამოვლენილი რჩეული ერთი გუნდი გადავა ფინალურ ეტაპზე, სადაც ტრენინგებითა და მენტროშიფ სესიებით თბილისის ტექნოპარკში შეძლებენ საკუთარი სტარტაპ იდეების დახვეწას.

ფინალურ ეტაპზე ჩატარდება დემო დღე, სადაც უნივერსიტეტები რჩეული გუნდებით წარადგენენ საკუთარ იდეებს და სპეციალურად დაკომპლექტებული ჟიურის წევრები გამოავლენენ წლის საუკეთესო უნივერსიტეტს ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით.

პროექტის განმახორციელებელია ინოვაციური განათლების ფონდი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს