ანონსი  19 ოქტომბერი

19 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ოფისში, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ინიციატივით გაიმართება „2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დაარსებისა და წარსულის ცოდნის უფლების ყოვლისმომცველი რეალიზების შესახებ“ მემორანდუმზე ხელმოწერა 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების მიერ.

მის: ბარნოვის 41

19 ოქტომბერს, 10:30 საათზე, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” შტაბის ოფისში, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" კამპანიის პრესსპიკერი ლევან სანიკიძე უპასუხებს.

საკონტაქტო: ანუკა გაბელია- 551 633 644

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4, სართული 5

19 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ზუგდიდში, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ანა წითლიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „მოქალაქეების მოსყიდვის ფაქტები ზუგდიდში - დაასახელებს კონკრეტულ სახელებს და გვარებს“.

საკონტაქტო: 568 51 55 53

მის: ზუგდიდი, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი

19 ოქტომბერს, 12:00 საათზე, “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: წინასაარჩევნოდ ზეწოლა საჯარო მოხელეებზე.

მის.: თბილისი, ბელიაშვილის 68;

19 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში, გაიმართება ტრადიციული შემოდგომის ფესტივალი: „შემოსულა ჩვენს ქუჩებში შემოდგომა ქართული“, რომელიც ეძღვნება სკოლა-გიმნაზიის დაფუძნების 15 წლისთავს.

მის: სამღერეთის ქ. #13

19 ოქტომბერს, 13:00 საათზე, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: არჩევნების გაყალბების მცდელობა "ქართული ოცნების" მხრიდან და ხმების დაცვა.

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4, სართული 5

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია 555 602 634

19 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ქუთაისში, დევნილთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებს.

მისამართი: ქუთაისი, ნიკეას მე-2 შესახვევი, 15 ა

საკონტაქტო: ლილე ხმალაძე 599 27 06 46

19 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ბათუმში "გახარია საქართველოსთვის" პარტიის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატთა სიას პარტიის ლიდერი გიორგი გახარია წარადგენს.

მისამართი: ბათუმი, რუსთაველის ქუჩა 40.

19 ოქტომბერს 16:00 საათზე, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ოფისში თამარ კორძაია ბრიფინგს გამართავს.

თემა: მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა - გაასაჯაროებს მტკიცებულებებს

საკ: ანუკა გაბელია 551 633 644

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4, სართული 5

19 ოქტომბერს, 17:00 საათზე, "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დავით გამყრელიძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: "ძლიერი საქართველოს" წინააღმდეგ დაწყებული სუს-ის სპეცოპერაცია"

მის.: კოალიციის ცენტრალური შტაბი, სადგურის მოედანი.

19 ოქტომბერს, 18:00 საათზე, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები იმერეთში გაგრძელდება.

ქუთაისში გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით მმართველი პარტიის ლიდერები გამოვლენ.

19 ოქტომბერს, 18:00 საათზე, კოალიცია "ცვლილებისთვის", საარჩევნო პლატფორმის “დაიცავი შენი ხმა, მომავალი შენია” პრეზენტაციას გამართავს.

მის: წერეთლის 118, "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონი

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა