მამუკა ხაზარაძემ, ის სამი ნაბიჯი დაასახელა, რასაც „ძლიერი საქართველო“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სამი კვირის განმავლობაში გადადგამს

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ის სამი ნაბიჯი დაასახელა, რასაც „ძლიერი საქართველო“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სამი კვირის განმავლობაში გადადგამს.

ხაზარაძემ პირველი სამი კვირის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ნაბიჯად „რუსული კანონის“ გაუქმება დაასახელა.

მისივე განმარტებით, „ძლიერი საქართველოს“ ხელისუფლება ამ პერიოდის განმავლობაში ასევე დაიწყებს 9-პუნქტიანი გეგმის განხორციელებას იმისათვის, რომ შესრულდეს ევროკომისიის მოთხოვნები.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ასევე პირველი სამი კვირის განმავლობაში „ძლიერი საქართველოს“ ხელისუფლება უზრუნველყოფს ბიუჯეტს, რომელიც უზრუნველყოფს პენსიის 1 000 ლარამდე ზრდას.

"ასევე, პირველივე რასაც გავაკეთებთ, ეს იქნება პარლამენტში ინიცირება, რომ აიკრძალოს ტენდერებში ყველა იმ კომპანიის მონაწილეობა, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არიან დასანქცირებულები. იცით, რომ ჩინური კომპანია, რომელიც ანაკლიის ტენდერში იღებს მონაწილეობას, აქვს უზარმაზარი სანქციები, სხვადასხვა დროს. საქართველოს სჭირდება კერძო კაპიტალი, დიდი კორპორაციები და არა სხვა სახელმწიფოს მონოპოლია, მით უმეტეს, სტრატეგიულ ობიექტზე.

პირობას გაძლევთ, რომ 4 წელიწადში ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდება.

მინდა სახალხოდ დავადასტურო, რომ 3 უმნიშვნელოვანეს საკითხს განვახორციელებთ პირველი სამი კვირის განმავლობაში. ასე რომ, არჩევანი ძალიან ნათელია. საქართველოში ყველა ელოდება ისეთ ლიდერშიფს, რომელთა სიტყვა და საქმე აქვთ ერთი. ჩვენ „ძლიერ საქართველოში“ ვართ ისეთი ადამიანები, რომლებიც სიტყვას და საქმეს არასდროს ვუღალატებთ. ასე რომ, ყველას მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ „ძლიერ საქართველოს“, რეალურ ალტერნატივას და 9-ნომერს!“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი