მაია ბითაძე რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის გახსნის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.

მათივე ცნობით, საბაგირო გზის რეაბილიტაცია 2021 წელს დაიწყო და წარმოადგენს რთულ საინჟინრო ნაგებობას. სრულად განახლდა ასევე რუსთაველზე მდებარე ქვედა სადგურის უნიკალური ინტერიერი.

„თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, საბაგიროს ქვედა სადგურის მიმდებარედ, 1 300 კვადრატული მეტრ ფართობზე გამწვანებული სივრცე- სკვერი მოაწყო.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები, თბილისის მერიის წარმომადგენლები, მთაწმინდის პარკის ადმინისტრაცია, ასევე, პროექტში ჩართული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება