სოფო ჯაფარიძე - „ოცნების“ პროპაგანდა, თითქოს გაიგებენ ამომრჩეველმა ვის მისცა ხმა, არის დიდი ტყუილი! - არ შევშინდეთ, დავდგეთ ერთად და ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ

„ოცნების“ პროპაგანდა, თითქოს გაიგებენ ვინ ვის მისცა ხმა, არის დიდი ტყუილი! არ შევშინდეთ, დავდგეთ ერთად და ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ სამგორში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხალხში გამარჯვების განწყობა ამაღლებულია.

„ხალხს ვესაუბრებით იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი არჩევნებია 26 ოქტომბერს და რომ ამ დღეს ჩვენ, რეალურად, ვირჩევთ ან ევროპას, ან რუსეთს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ქართველი ხალხი აირჩევს ევროპულ კეთილდღეობას და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ ქვეყანაში იმ სიღატაკეს, იზოლაციას, საითაც "ქართულ ოცნებას" მივყავართ. ასევე. ჩვენ ვესაუბრებით ხალხს ასევე იმაზე, რომ ტყუილია "ქართული ოცნების" პროპაგანდა, თითქოს გაიგებენ, ვინ, ვის მისცა ხმა 26 ოქტომბერს. ეს არის სიცრუე და გარანტირებულად შემიძლია ვუთხრა თითოეულ მოქალაქეს, რომ ვერასდროს ვერავინ გაიგებს, ვის მისცემენ ხმას. ასე რომ, არაფრის შეგეშინდეთ, დავდგეთ ქართველი ხალხის მხარეს, დავდგეთ ევროპული მომავლის მხარეს და 26 ოქტომბერს ყველამ ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია