ანა ნაცვლიშვილი - დღევანდელი აქცია, რომელიც აერთიანებს ათიათასობით ადამიანს, კიდევ ერთი ხმამაღალი განაცხადია, რომ ქართველი ხალხი ემიჯნება რუს ოლიგარქს და არ აპირებს რუსეთში გაყვეს

დღევანდელი აქცია, რომელიც აერთიანებს ათიათასობით ადამიანს, არის კიდევ ერთი ხმამაღალი განაცხადი, რომ ქართველი ხალხი ემიჯნება რუს ოლიგარქს და არ აპირებს, მას რუსეთში გაჰყვეს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა მარშზე სახელწოდებით - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდება.

„აი, ასეთი არის ძლიერი საქართველო, სადაც ყველა ადამიანი თავს გრძნობს ღირსებით, დაცულად და აქტიურად ჩართული ქვეყნის საქმეში. ამიტომ ჩვენ ევროკავშირი გვინდა და აუცილებლად ევროკავშირის წევრი გავხდებით. დღევანდელი აქცია, რომელიც აერთიანებს ათიათასობით ადამიანს არის კიდევ ერთი ხმამაღალი განაცხადი, რომ ქართველი ხალხი ემიჯნება რუს ოლიგარქს და არ აპირებს, მას რუსეთში გაჰყვეს. ჩვენ გვინდა ვიაროთ წინ - ძლიერი, უსაფრთხო და მდიდარი საქართველოსკენ და ამას აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა