„ქართულმა ოცნებამ“ 197 შემომწირველისგან 5 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, ოპოზიციიდან ყველაზე მეტი თანხა კი კოალიციას „ცვლილებისთვის“ აქვს მიღებული, რომელსაც 320-მა შემომწირველმა 4 მილიონზე მეტი ჩაურიცხა

საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, 27 აგვისტოდან დღემდე, საარჩევნო სუბიექტების ნაწილმა, ჯამში, 14 259 594,4 ლარის შემოწირულება მიიღო.

კერძოდ, როგორც ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გამოცხადებიდან დღემდე 5 354 740 ლარი ჩაერიცხა. პარტიას თითქმის ორ თვეში, 197 შემოწირულება აქვს მიღებული.

რაც შეეხება სხვა საარჩევნო სუბიექტებს, ოფიციალური ინფორმაციით, 29 აგვისტოდან დღემდე, კოალიციამ „ცვლილებებისთვის“, რომელიც პარტიებს „ახალი“, „დროა“ და „გირჩი- მეტი თავისუფლებისთვის“ აერთიანებს, შემოწირულების სახით 4 442 273,4 ლარის შემოწირულება მიიღო. თითქმის, ორ თვეში კოალიციას თანხა 320-მა შემომწირველმა ჩაურიცხა. მათ შორისაა ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე (10 ათასი ლარი), მირდატ ქამადაძე (41 500 ლარი) და აკაკი მინაშვილი (3 000 ლარი).

კოალიციას „ძლიერი საქართველო“, რომელიც პარტიებს „ლელო“, „ანა დოლიძე - ხალხისთვის“, „მოქალაქეები“ და „თავისუფალი მოედანი“ აერთიანებს, საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, 3 736 463 ლარი ჩაერიცხა. კოალიციას, თითქმის ორ თვეში 171 შემოწირულება აქვს მიღებული. შემომწირველებს შორის არიან: დავით უსუფაშვილი, ავთანდილ წერეთელი, ანა დოლიძე და მედეა მეტრეველი.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობამ“ 29 აგვისტოდან დღემდე 614 969 ლარის შემოწირულება მიიღო. შემომწირველებს შორის არიან: ირაკლი ფავლენიშვილი და კახაბერ ოქრიაშვილი.

რაც შეეხება პარტიას „საქართველოსთვის“, 27 აგვისტოდან დღემდე 111 149 ლარი ჩაერიცხა. შემომწირველებს შორის არიან: სოფიო ხორგუანი, ანა ბუჩუკური, ბერდია სიჭინავა, ნათია მეზვრიშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ ქართული ბანკების რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა