ფოთში, სტიქიის გამო, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა

ფოთში სტიქიის გამო, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. უხვი ნალექის შედეგად დატბორილია გზები, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ეზოები და მისასვლელი ადგილები, რაც აფერხებს დაწესებულებების ფუნქციონირებას.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, შეჩერდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება 21 ოქტომბრიდან, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებამდე“, - აცხადებენ ფოთის მერიაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა